15:11, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცემის შემდეგ პატიმარი წელს ქვემოთ მოწყდა

22.10.2010

სალომე აჩბა

პატიმარი რამაზ პატარაია, მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია - ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს და ეტლით გადაადგილდება, აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კრუნჩხვები. როგორც თავად პატიმარი წერს ახსნა-განმარტებით ბარათში, ერთ-ერთი ეტაპირებისას, ქუთაისის #2 საპყრბილეში, ციხის ორმა თანამშრომელმა სასტიკად სცემა. აღნიშნულ ინციდენტზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში საქმე ერთი წლის წინ აღიძრა, მაგრამ გამოძიება რატომღაც ჭიანურდება და ჯერ სასამართლო პროცესიც არ დანიშნულა.

რამაზ პატარაიას ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ჩაერთო. მსჯავრდებულის ინტერესებს ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს.

„2009 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩემთვის გაურკვევლი მიზეზით, ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილის კამერიდან გადამიყვანეს ე.წ. „ფუქსში“. ციხის თანამშრომლებთან შელაპარაკების შემდეგ, ორმა მათგანმა - ვინმე დათომ (რომლის გვარიც არ მახსოვს) და ნუგზარ ჟორჟოლიანმა მცემეს. ისინი მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მირტყამდნენ  წიხლებს ფეხებში, ზურგსა და თავის არეში“, - წერს რამაზ პატარაია. მისივე ახსნა-განმარტების მიხედვით, ნაცემმა არაერთხელ სთხოვა ექიმს დახმარება და ე.წ. "რეზბალნიცაში" გადაყვანა მაგრამ ამაოდ - პატარაიასთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებულ საექსპერტო კონსულტაციის დასკვნაში წერია, რომ გაურკვეველი გენეზისის კრუნჩხვები, ქვედა კიდურების პარალიზება და პოსტტრავმული სტერსული აშლილობა მსჯავრდებულ პატარაიას, სავარაუდოდ, ცემის შემდეგ განუვითარდა.

„კრუნჩხვების გენეზი არაა დიაგნოსტირებული, არც ადეკვატური და აუცილებელი გამოკვლევები ჩატარებულა. პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობისა და პრაქტიკული ინვალიდიზაციის ამჟამინდელი სტატუსის გათვალისწინებით, მას არ უტარდება სათანადო მკურნალობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიტუაციას ვაფასებთ, როგორც  პატიმრისადმი არაჰუმანურ მოპყრობას“, - ვკითხულობთ „ემპათიას“ დასკვნაში.

რამაზ პატარაიას ცემის ფაქტითა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა. პატარაიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის რწმუნებულიც, რომელმაც დაადასტურა, რომ პატიმარს  სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. სახალხო დამცველის აპარატმა,  ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით - პატარაიასთვის დაუყოვნებლივ ჩაეტარებინათ შესაბამისი მედიკამენტოზური და სტაციონარული მკურნალობა,

„აუცილებელია პატიმრის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება, მას გაეწიოს კომპლექსური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება, ასევე - საექსპერტო გამოკვლევა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციაში.

მართალია, სამედიცინო დასკვნასა და სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აღნიშნულია პატარაიას სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისა და სათანადო მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მსჯავრდებული ამ დრომდე კამერაში იმყოფება. ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, ერთადერთი მედიკამენტი, რასაც პატიმარს აწვდიან, დამამშვიდებელი აბებია, რაც არასაკმაირისია მისი ჯანმრთელობის მდგომრეობის გასაუმჯობესებლად.

მსჯავრდებულ რამაზ პატარაიას ცემის ფაქტზე საქმე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ერთი წლის წინ აღიძრა. თუმცა, გამოძიების პროცესი ჭიანურდება. პროკურატურის ინფორმაციით, გამოიძება საექსპერტო დასკვნას ელოდება. პირველი ექსპერტიზა ივნისში ჩატარდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურისთვის ეს დასკვნა მიუღებელი აღმოჩნდა. შემდგომი საპროცესო მოქმედებების ჩატარების საკითხი კი ახალი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება.

რამაზ პატარაიას ადვოკატი და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმეს პროკურატურა განგებ აჭიანურებს. „საქმე ერთი წლის წინ აღიძრა, მაგრამ არ ვიცით, რატომ არ იწყება სასამართლო პროცესი?! არ ვიცით, არიან თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული ციხის  ის თანამშრომლები, რომლებსაც რამაზი ხელს ადებს და ცემაში ადანაშაულებს. ერთი წელი გავიდა და ფაქტობრივად, საქმეს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - ამბობს ლია პატარაია, რამაზ პატარაიას დედა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა გამოითხოვა ინფორმაცია პატარაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე - იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებიც  მორიგეობდნენ იმ დღეს, როცა პატარაიას  სცემეს. ადვოკატმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა კითხვით, რატომ ჭიანურდება გამოძიება.

„თუ ამ  ოფიციალურ მოთხოვნებზე არ მივიღეთ დროული პასუხი და თუ კვლავ გაჭიანურდა აღძრული საქმე, ვფიქრობთ, აზრი აღარ ექნება  ლოდინს და სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, - აცხადებს ნინო ანდრიაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ვახტანგი
2010-10-22 19:53
პატიმართა ცემა სხვა ციხეებშიც ხდება,ქსანის,რუსთავისა და გლდანის
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC