კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

25 ოქტომბერი, 2010
მობილური კომპანიების შემდეგ ქართველი მომხმარებელი ინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ ერთიანდება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალური გვერდია შექმნილი, რითაც მომხმარებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ინტერენტის სიჩქარის მომატებას და ფასის შემცირებას სთხოვს.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, საჭიროა 10 000 მსურველი, რათა ინტერნეტის სიჩქარის მომატებისა და ფასების შემცირებისთვის პროვაიდერებს და მარეგულირებელ კომისიას მიმართონ. ამ დროისთვის სპეციალურ გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი 6 000 ასცდა.

როგორც რადიო „კომერსანტმა“ გაარკვია, საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხოლო სიჩქარე ერთერთი ყველაზე დაბალია. ქვეყანაში ინტერნეტ–პაკეტების ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის მაქსიმუმი წამში 10 მეგაბიტია.

შედარებისთვის: იაპონიაში, ერთი მეგაბიტი ინტერნეტის ფასი 27 ცენტია და იქ მომხმარებელს 61 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტის მიღებაც კი შეუძლია. კორეაში ინტერნეტის ფასი ერთ მეგაბიტზე 45 ცენტს შეადგენს, საფრანგეთში 1 დოლარსა და 64 ცენტს, ამერიკაში 3,33, ხოლო ფინეთში 3 დოლარს.

რადიო „კომერსანტი“

ახალი ამბები