კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განხეთქილება აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში

26 ოქტომბერი, 2010
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობას 52-მდე თანამშრომელი ჰყავს. ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნონა უბილავა. როგორც მან  გვითხრა, სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ დევნილების უფლებების დაცვას ცდილობდა. უბილავა ზემოქმედებასა და პირად შეურაცხყოფაში ადანაშაულებს წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს, გელა კილასონიას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიას კლასელია.

„ამ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ თუ პიროვნება შენზე მაღლა დგას თანამდებობრივად, მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგაყენოს შეურაცხყოფა. აქ უხეშად ირღვევა თითოეული თანამშრომლის, საჯარო მოხელის, დევნილის უფლებები“, – აცხადებს ნონა უბილავა.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმური წარმომადგენლობა სამეგრელოში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს: „დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდი, რომ ამ სამსახურში ცნება „დევნილთა უფლებები“ არ არსებობდა. აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლობაში ურთიერთობები არ არის მუშაობაზე აქცენტირებული – აქ არავინ აკეთებს საქმეს. გიორგი ბარამიას გუნდის წევრები სამსახურში სხვებზე მბრძანებლობენ და თანამშრომლებს ხმის ამოღებას უკრძალავენ უკანონობის წინააღმდეგ. დაპირისპირება მომივიდა ბარამიას კლასელ გელა კილასონიასთან, რომელიც თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა არის წარმონაქმნი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, სახელმწიფო კურსისგან განსხვავებული პოლიტიკით. უფროსის მოადგილე გელა კილასონია, რომელიც სოხუმელია, აფხაზეთის მთავრობაში დახმარების თხოვნით მოსულ გალელებს მოღალატეებს უწოდებს, რაც, ჩემი აზრით, უკანონობაა. ის აგრეთვე საქართველოს მტრებად მიიჩნევს იმ ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჩემთვის ძნელი იყო ამ უკანონობის მოთმენა. გავაპროტესტე და სამსახურიც დავკარგე“.

უბილავას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გელა კილასონია. როგორც ის ამბობს, დათხოვილი თანამშრომელი უდისციპლინო და უპასუხისმგებლო იყო.  სამსახურიდანაც მხოლოდ გაცდენისა და დაგვიანების გამო გაათავისუფლეს. გელა კილასონია ნონა უბილავასთან დაპირისპირებას არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის საქმიანობას არანაირად უკავშირდება.

ნონა უბილავა აპირებს, გელა კილასონიას სასამართლოში უჩივლოს. მისივე თქმით, იგი მიმართავს ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის წარმომადგენლობაში არსებული ვითარება. შეუძლებელია, გალელებს მოღალატეები უძახო, ვიღაც იყოს ერთმმართველი და რაც მოეპრიანება, ის აკეთოს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები