კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ახვლედიანი: „ხელისუფლებას თავისი დადგენილების თავადვე რცხვენია“

26 ოქტომბერი, 2010
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებას ისეთი დადგენილების მიღებას საყვედურობს, რომელთა გამოჩენა თავადაც რცხვენიათ.

როგორც გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იანვარში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც მოხუცებს თავშესაფარში ცხოვრების თანადაფინანსება მოუწევთ. კერძოდ, უკიდურესად ღარიბ მოხუცებს თვეში 90 ლარის, ხოლო დანარჩენს 150 ლარის გადახდა დაეკისრებათ.

„ეს დაგენილება რომ სასაცილოა და შეუსრულებადი, ამას თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ“, – განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით თავშესაფრებში ასეთი ვალდებულება არც ერთი მოხუცისთვის არ დაუკისრებიათ.

დეპუტატისთვის გაუგებარია, ან რატომ იღებს ხელისუფლება ისეთ დადგენილებებს, რომელთა „გამოჩენა“ რცხვენიათ და ან მოხუცებს რატომ უნდა ეშინოდეთ ასეთი დადგენილების ამოქმედების.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები