კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა სუბელიანს „თავისუფალი დემოკრატები“ მინისტრისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევების შესწავლას ურჩევენ

26 ოქტომბერი, 2010
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებას დევნილები ორ კატეგორიად ჰყავს დაყოფილი. პირველ, შედარებით პროვილიგირებულ კატეგორიას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქას აკუთვნებს, ხოლო მეორე კატეგორია ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი დევნილები არიან, რომლებსაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

„თავისუფალი დემოკრატები“ ერთი თვის მანძილზე დევნილებს ხვდებოდნენ და 70 ოჯახის გამოკითხვის შემდეგ, შესაბამისი ანგარიშიც მოამზადეს, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი თავის უწყებასთან ერთად დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს.

წულუკიანის თქმით, როდესაც ერთ-ერთ დევნილს სამინისტროს წარმომადგენელმა კობა გორგოძემ სოფელ ფოცხოეწერში გადასახლება შესთავაზა, დევნილმა ქალბატონმა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, რითი უნდა ერჩინა მას და მის ოჯახს თავი.

„როდესაც გორგოძეს დევნილმა ქალბატონმა ჰკითხა, რითი ვირჩინო თავი ფოცხოეწერშიო, გორგოძემ უპასუხა, რომ ბალახი მოეძოვა. ჩვენ გორგოძეს მოვუწოდებთ, თავად მოძოვოს ბალახი და ასე მისცეს მაგალითი ომგამოვლილ დევნილებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კობა სუბელიანთან სატელეფონო კავშირი შეუძლებელია, ვინაიდან მას პირადი ტელეფონი სამინისტროს ცხელ ხაზზე აქვს გადამისამართებული. თეა წულუკიანის თქმით, კობა სუბელიანს დევნილები სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაშიც ადანაშაულებენ.

„თავისუფალი დემოკრატები“ მინისტრ სუბელიანს მინისტრისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევების შესწავლას და დევნილებთან მიმართებაში თავისი დამოკიდებულების კრიტიკული თვალით შეფასებისკენ მოუწოდებენ, რათა დევნილებს სამინისტროს უწყებასთან სოციალურ საკითხებზე ჰქონდეთ საუბარი და კობა სუბელიანისგან შეურაცმყოფელი ფრაზების მოსმენა არ მოუწიოთ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები