კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰოლანდიელი მოქალაქე ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით მკურნალობას აპროტესტებს

27 ოქტომბერი, 2010
ჰოლანდიის მოქალაქე მარსელ მარია ბრანცმა საქართველოდან დეპორტაციას და თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობას აპროტესტებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფმა მარსელ მარია ბრანცმამ განუცხადა, იგი 12 წელია, საქართველოში ბიზნესს ეწევა და პერიოდულად თბილისში ყოფნა უწევს. მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, მესამე მასივში მდებარე მაღაზია „პოპულში“ მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„კლინიკიდან მეორე დღეს გამომწერეს. მე „პოპულში“ კიდევ მივედი. როგორც კი დამინახეს, გამყიდველებმა პოლიცია გამოიძახეს და ისევ ფსიქიატრიულში მომიყვანეს, სადაც იძულებითი მკურნალობა დამინიშნეს და ინექციებს მიკეთებდნენ“, - განაცხადა მარსელ მარია ბრანცმამ.

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პოპულში“ მომხდარი ინციდენტის გამო მას საქართველოდან ერთწლიანი დეპორტაცია შეუფარდა, რასაც მარსელ მარია ბრანცი არ ეთანხმება.
„მე გიჟი არ ვარ. აქ იძულებით მამყოფებენ. რაც მოხდა „პოპულიში“ და რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, ამის გამო საქართველოს მაშინვე დავტოვებდი, მაგრამ - დროებით, ვინაიდან მე აქ მეგობარი ქალი მყავს. ასევე მაქვს წარმატებული ბიზნესი, რის გამოც 1 წლით საქართველოში ჩამოუსვლელობა პრობლემებს შემიქმნის“, - აღნიშნა მარსელ მარია ბრანცმა.

ჰოლანდიელი პაციენტის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის თქმით, მარსელ მარია ბრანცმა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სასამართლოს მიერ იძულებითი მკურნალობა დაენიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, რათა მარსელ მარია ბრანცმას საქართველოდან თუნდაც ერთწლიანი დეპორტაცია არ მოხდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალიც ადასტურებს, რომ მარსელ მარია ბრანცმა მშვიდი ხასიათის პიროვნებაა. იგი კლინიკაში ორი კვირაა, იმყოფება და იძულებითი მკურნალობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა.

მარსელ მარია ბრანცმა 49 წლისაა და პროფესიით ჟურნლისტია. ის სხვა პაციენტებისგან იზოლირებულია. ბრანცმას აქვს წერის საშუალება და ტელეფონით სარგებლობის უფლება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები