კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატ თამაზ დიასამიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

29 ოქტომბერი, 2010
დეპუტატ თამაზ დიასამიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

არადა, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა დიასამიძის ფრაქციიდან გარიცხვის ალბათობა გამორიცხა. 28 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე კი ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ დიასამიძისა და მათი გზები ბოლო დროს გაიყო, რადგან დიასამიძე მხარს არ უჭერდა ისეთ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი.

„ადამიანები, ვისაც აქვს განსხვავებული ხედვები, ჩვენს რიგებში ვეღარ იქნებიან“, – განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ თამაზ დიასამიძეს ბოლო პერიოდში თავადაც არ ჰქონდა სურვილი სახელისუფლო გუნდთან თანამშრომლობის.

თამაზ დიასამიძემ გასულ წელს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი, წელს კი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, განსახვებული ხედვების და მოსაზრებებსი მქონე „ნაციონალ“ დეპუტატს ფრაქციიდან გასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღით ადრე დააწერინეს და დღეს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად „გააფორმეს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები