კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთში გამოცემული სკანდალური მსოფლიო ატლასი გაყიდვიდან ამოიღეს

29 ოქტომბერი, 2010
რუსეთში გამოცემული ატლასი, რომელზეც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს საზღვრებში იყო დატანილი, გაყიდვიდან ამოიღეს. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ატლასის გამომცემელი „ოლმა მედია გრუპი“ ნოემბერში ახალ ატლასს გამოუშვებს, რომელზეც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ინფორმაცია „კორექტულად“ იქნება ასახული.

„ოსინფორმის“ მტკიცებით, „მსოფლიოს ატლასის“ გამოსაშვები ფორმების მომზადებისას, გამომცემლობის თანამშრომლებმა უხეში ტექნოლოგიური შეცდომა დაუშვეს და 2010 წლის გამოცემა წინა წლების ატლასებიდან გადაიბეჭდა“.

„აღნიშნულ ფაქტზე, გამომცემლობაში სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა და დამნაშავე თანამშრომლები დაისჯებიან“, - განაცხადეს გამომცემლობაში.

გამომცემლობამ „ოლმა მედია გრუპი“ ახალი სასწავლო წლისთვის „მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი“ მსხვილი ტირაჟით გამოსცა. ატლასში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დატანილი არ არის და ეს ტერიტორიები საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. ატლასში საქართველოს შესახებ აღნიშნულია: „ქართველებთან ერთად, საქართველოში ცხოვრობენ სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და რუსები“.

აღნიშნული ფაქტი მოსკოვში ახალგაზრულმა მოძრობამ „ნოვიე ლიუდი“ გააპროტესტა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები