კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთაგან ორის ვინაობა ცნობილი გახდა

1 ნოემბერი, 2010
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთაგან ორი პირის ვინაობა ცნობილი გახდა.
 
როგორც მათმა ადვოკატმა, ნანა წულაძემ განაცხადა, ჯაშუშების საქმეზე დაკავეულები არიან არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი.

ადვოკატის ინფორმაციით, გევორქიანი და შიკოიანი 17 ოქტომბერს დააკავეს. მათ ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ამ ეტაპზე ძიება მიმდინარეობს. ამათან, ნანა წულაძის განცხადებით, აღნიშნული საქმე სრულად გასაიდუმლოებულია.

„დაკავებულების რაოდენობა ზუსტად არ ვიცი. რაც შეეხებათ ჩემს კლიენტებს, ისინი ეთნიკურად სომხები, საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებამდე ისინი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც აწარმოებს ტვირთებისა და ნავთობის ინსპექტირებას. გევორქრიანი კომპანიის დირექტორი იყო, ხოლო შიკოიანი მისი მოადგილე“, - განაცხადა ნანა წულაძემ.

ადვოკატისთვის უცნობია, როდის შეიძლება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო გახდეს.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირის დაკავების შესახებ 29 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არმენ გევორქიანი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარაში სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა. გევორქიანი და შიკოიანი ბათუმში დააკავეს, მათთან ერთად კიდევ 10-მდე პირია დაკავებული.

ამასთან, ინფორმირებული წყაროსგან "ინტერპრესნიუსისთვის" 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 20 პირი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასრგებლოდ მუშაობდა. ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები