კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის მოძრაობა მანუჩარ თირქიას პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვს

2 ნოემბერი, 2010
პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ „ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტთა სამართლებრივ და პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრობს.

როგორც პარტიის წევრი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი მანუჩარ თირქია აცხადებს, მას სამართალდამცველები უკანონოდ დევნიან.

თირქიას მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მიმდინარე წლის მარტში სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე დაცხრილეს, მომხდართან  დაკავშირებით სამართალდამცავებმა ჩხრეკა მის სახლში ჩაატარეს და მის მიერ კანონიერად შეძენილი „კარაბინის“ ტიპის იარაღი წაიღეს.

„მოგვიანებით სამართალდამცავებმა განაცხადეს, თითქოს „კარაბინში“ საბრძოლო ვაზნები ნახეს და ამის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მართალია, პოლიციას წარვუდგინე ცნობა, რომ აღნიშნული ე.წ. „საბრძოლო ვაზნები“ კანონიერი გზით იარაღის მაღაზია შ.პ.ს "დიანაში" მქონდა შეძენილი, მაგრამ მათ კუთვნილი იარაღი აღარ დამიბრუნეს. არჩევნებამდე 4 დღით ადრე კი, ღამით, უკვე ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაუდგენელმა პირმა ცეცლსასროლი იარაღიდან სამი გასროლა მოახდინა. ამ ფაქტის შესახებ პოლიციას პირადად ვაცნობე, მაგრამ სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მომხდარ ფაქტზე არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა“, – აცხადებს ნოღაიდელის თანაპარტიელი.

მისივე მტკიცებით, კიდევ მოგვიანებით, მიმდინარე წლის ივნისში „პოლიციის აგენტმა“ ქეთევან ხარაზიშვილმა სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა თირქიას მხრიდან მის მიმართ ვითომდა მუქარის გამო.

„ქეთევან ხარაზიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა პოლიციის დაკვეთით მოხდა და ამ საჩივარს საფუძველი არ გააჩნია“, - აცხადებს თირქია.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მოითხოვს: „შეწყდეს ზურაბ ნოღაიდელის თანაპარტიელის წინააღმდეგ მიმართული უკანონო სამართლებრივი დევნა, რომელიც პოლიტიკურ ნაიდაგზე ხორციელდება და საფუძვლად მანუჩარ თირქიას პარტიული პოზიცია უდევს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები