კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა მაისურაძე: „შტატების შემცირებას არ ვაპირებ!“

3 ნოემბერი, 2010

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე არ ადასტურებს. როგორც გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, შტატების შემცირებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს 6 პრესმდივანი ჰყავს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატში და გამგეობას დაქვემდებარებულ სამსახურებში თანამშრომლებად გაფორმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სამსახურში არ დადიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ სექტემბერში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ახმეტის გამგებელს თანამდებობებზე ძირითადად ნათესავები და მეგობრები ჰყავს დასაქმებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები