კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანური განვითარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა და ჩამორჩება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს

5 ნოემბერი, 2010
ადამიანური განვითარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი დაფიქსირდა გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშში – „ხალხების რეალური სიმდიდრე: ადამიანის განვითარების გზები“.

საქართველო ამ ანგარიშში მოხვდა მეორე ქვეთავში – „მაღალი ადამიანური განვითარება“.

ამავე ქვეთავში მოხვდა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ბელორუსი – 61, რუსეთი – 65, უკრაინა – 69, ყაზახეთი – 66, აზერბაიჯანი – 67, სომხეთი – 76.

თურქმენეთი – 87-ე, მოლდოვა - 99-ე, უზბეკეთი – 102-ე, ყირგიზეთი – 109-ე, ტაჯიკეთი კი 112-ე ადგილზე მოხვდა. ამ ქვეყნებში საშუალო განვითარების კოეფიციენტი დადგინდა.

ადამიანური განვითარების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ნიდერლანდები, კანადა, შვედეთი და გერმანია. 169 ქვეყნის სიის ბოლოში ზიმბაბვეა.

ანგარიში შეიცავს მონაცემებს ცხოვრების და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების დონის და კულტურული განვითარების, დანაშაულის მდგომარეობის, გარემოს დაცვის და გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანების მონაწილეობის შესახებ.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები