კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

5 ნოემბერი, 2010

ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში მეწყერი ჩამოწვა. ქაროსანიძეების რვასულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ჩამოწოლილმა მეწყერმა მათი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიტანა. კიდევ კარგი, რომ ოჯახის რვავე წევრმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო. მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

„სახლმა რყევა გამთენიისას დაიწყო.  ჩვენ მიწისძვრა გვეგონა. უცებ ბავშვებს ვსტაცეთ ხელი და გარეთ გამოვედით. როგორც კი გამოვედით და უკან მოვიხედეთ, სახლი უკვე მიწაში იყო და მხოლოდ სახურავი ჩანდა“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ოჯახის დიასახლისმა, მერი ქაროსანიძემ.

საცხოვრებელი სახლის გარდა, მეწყერმა სრულად გაანადგურა ქაროსანიძეების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებელი ადგილი იქვე სოფელში გამოუყო. მათ მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთებიც მიაწოდეს, რადგან ქაროსანიძეებმა ოჯახიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს.

„ჩვენ შევეცდებით მათ დავეხმაროთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვუყოფთ თანხას საცხოვრებელი სახლის შესაძენად“, - გვითხრა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ.

სოფელი კინჩხა ხონის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია. იგი მეწყერსაშიშ ზონაშია გაშენებული. ამ დრომდე სოფელში ანალოგიური საშიშროება კიდევ 12 ოჯახს ემუქრება. ამ დრომდე ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში რჩებიან, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ალტერნატიული საცხოვრებელი მათთვის არ შეუთავაზებია.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, მეწყერი მთის ფერდობზე უკანონოდ ტყის გაკაფვამ გამოიწვია. ფერდობზე ტყეს წლების განმავლობაში ჭრიდნენ. 

სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა ჭრა ნებადართული იყო და შესაბამისი ნორმების დაცვით ხდებოდა. მათი აზრით, მეწყერი განვითარდა გადაუღებელი წვიმების გამო, რამაც მიწის ზედმეტად დარბილება და კლდიდან მოწყვეტა გამოიწვია.

მარიკა ვაჭარაძე

ახალი ამბები