კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე არ მინდა ვიყო დევნილი“ – ამ დევიზით ცხინვალში ახალგორელი ბავშვების კონცერტი ჩატარდა, თბილისში კი - ჩაიშალა

9 ნოემბერი, 2010
მარი ოთარაშვილი, ახალგორი

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, თამარ მეარაყიშვილს თბილისში კულტურული ღონისძიებების გამართვის საშუალება არ მისცეს. ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას და მათ მიერვე შეკერილი ტანსაცმელების  წარმოდგენას ითვალისწინებდა. ტანსაცმელები მოდელ-მანეკენებს უნდა წარმოედგინათ. ღონისძიება კი თბილისში ერთ-ერთი პრსტიჟული ბანკის  სათაო ოფისში უნდა გამართულიყო. ბანკის სახელწოდებას თამარ მეარაყიშვილის თხოვნით არ ვამჟღავნებთ.

ღონისძიება თბილისი-ცხინვალის მიმართულებით ექსკურსიებს ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარებულიყო მოსწავლე-ახაგაზრდობის სახლის კონტინგენტის ნამუშევარ-სუვენირების, ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა და ახალი დიზაინით მოდელირებული ტანსაცმლის წარმოდგენა ჯერ თბილისში, შემდეგ კი - ცხინვალში.      

თამარ მეარაყიშვილი: „მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა და მცდელობისა, თბილისში კონცერტი ვერ ჩავატარეთ. კულტურული ღონისძიებები ჯერ თბილისში გვქონდა დაგეგმილი, შემდეგ – ცხინვალში. თბილისში თითქოს ყველაფერი გამოდიოდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ იმ დარბაზს, სადაც უნდა მოგვეწყო გამოფენა-გაყიდვა, არ ეცალა. როგორც ჩანს, თბილისისთვის აქტუალურია ისეთი კონცერტები, რომლის სახელწოდებაა „მე დევნილი ვარ“, ხოლო კონცერტი სახელწოდებით „მე არ მინდა, ვიყო დევნილი“, სამწუხაროდ, ამ ქალაქშუ არ მოსწონთ“. 

ამის შემდეგ ცხინვალში ექსკურსიის მოწყობა და კონცერტის ჩატარება ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციას მეარაყიშვილმა თავად შესთავაზა.

„ერთადერთი გზა გვქონდა – ცხინვალში ავტობუსით უნდა წავსულიყავით. გამგზავრების ორგანიზება ვთხოვე აქაურ ადმინისტრაციას, თუმცა თავი ვერაფერს მოაბეს. მგზავრებით სავსე ავტობუსიც მოვიდა და ვეღარ გაგვეგო -  ბავშვები ცალკე წავიდოდნენ, თუ მგზავრებთან ერთად. ჩვეულებრივი რეისის ავტობუსი იყო, რითაც მგაზვრობის ყველა მსურველს ჩვეულებრივად უნდა ემგზავრა. 40-მდე ადამიანი მოედანზე ვიდექით და ვერ გადაგვეწყვიტა, რა გვექნა, რადგან ავტობუსში ჩვენთვის ადგილი პრაქტიკულად არ დარჩა. თვითონ ცხინვალიდან ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული - მილიციაში დარეკეს, „გაი“-ს სამსახურშიც. მას უნდა გავეცილებინეთ. ჩვენს წინ „გაი“ მიდიოდა, რომ რამე დაბრკოლება არ გვქონოდა. ყანჩავეთს რომ გავცდით, სხვა ტრანსპორტიდან მასწავლებელმა დამირეკა და მთხოვა, გავჩერებულიყავით. ტირილით მითხრა: რისთვისღა მივდივართ, ყველა ნამუშევარი  დამტვრეულიაო. ოცამდე ნაქარგი მიგვქონდა ჩარჩოში ჩასმული. გავგიჟდი - ისე იყო შეფუთული და ყუთებში ჩალაგებული, როგორ დაამტვრიეს-მეთქი. მითხრა, რომ ერთ-ერთი ახალგორელი ქალბატონი მიდიოდა ცხინვალში, ამოვიდა გზაში და პირდაპირ ამ ყუთებს დაახტა. სამჯერ სპეციალურად ადგა და ისევ მაგრად დააჯდა. მსუქანი ქალი იყო და მისმა წონამ თავისი გააკეთა. ბავშვებს მტვრევის ხმა გაუგიათ და სთხოვეს: მანდ არ დაჯდე, გატყდებაო. იმას კი უთქვამს - მე არ მაინტერესებს, დაჯდომა მინდა და ფეხზე ხომ არ დავდგებიო“.

სოფელ ყანჩავეთს გაცილებული მგზავრები 1 საათის განმავლობაში შუა ტრასაზე იდგნენ და ტიროდნენ. მასწავლებლები ტელეფონით ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ამაოდ ცდილობდნენ დაკავშირებას. ხოლო პიროვნება, რომელმაც ბავშვების ნამუშვრების (ნაქარგების) ჩარჩოები დაამსხვრია, ავტობუსიდან ჩამოსვლას არ აპირებდა. თამარ მეარაყიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ იმ ქალთან ერთად მგზავრობა არ სურდათ. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მგზავრმა შეგნებულად დაამტვრია ნამუშევრები.
 
„თუკი შეგნებულად არ დაამტვრია, მაშინ სამჯერ შეგნებულად რატომ დაახტა?! თვითონ განაცხადა, რომ მე აქ ჯუსოევმა დამსვაო. ადგილი არ იყო და რატომ ჯდებოდი-მეთქი. მე არ მაინტერესებსო, მივდივარ ცხინვალში და უნდა წავიდეო. სხვათა ორის, მერე მაგ ქალს ტაქსი გამოუგზავნეს - ჯიპი, 4 000 გადაიხადეს და გაამგზავრეს ცხინვალში. კარგია, ასე რომ ზრუნავენ მოქალაქეებზე, მაგრამ მარტო ეს ერთი ქალი რითი იყო გამორჩეული, ვერ ვხვდები“, – აცხადებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი. 

ცხინვალში ჩასულებს ყველა მომზადებული ელოდა. შესასვლელშივე გაკრული იყო დიდი ტარაფარეტი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ როგორც მეარაყიშვილი ამბობს, იქ ყველაფრის ორგანიზება დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილემ, ზაირა ჩოჩიევამ ითავა. 

დარბაზი გადაჭედილი იყო. ცეკვები, სიმღერები, ლექსები... ცეკვები ქართულ-ოსური, სიმღერები და ლექსებიც ორივე ენაზე. გამოფენისთვის ნამუშევრების ჩარჩოებიდან მინის ნამსხვრევები გადმობერტყეს.

თამარ მეარაყიშვილი: „წარმოიდგინეთ, ჩარჩოებიც კი დაიმტვრა. ჩვენ გვინდოდა გამოფენა-გაყიდვა, მაგრამ ჩარშოებდამტვრეულს როგორღა გავყიდდით?! მხოლოდ 1-2 გადარჩა და ესენიც საჩუქრად გვქონდა გამიზნული. ხელნაკეთი საყურეები და სხვადასხვა სუვენირები გვქონდა თიხის. ესენი იქაურ ბავშვებს ვაჩუქეთ. კონცერტის ბოლოს გვქონდა მოდების ჩვენება“.

ახალგორელი სტუმრებისთვის ცხინვალში ძალიან სასიხარულო იყო მაყურებლების გამამხნევებელი აპლოდისმენტები. „ბაღდადურზე და კინტაურზე უფროსი ასაკის ხალხი სტვენა-ოვაციებით პასუხობდნენ ბავშვებს. კინაღამ სცენაზე აცვივდნენ საცეკვაოდ. მინდა აღვნიშნო, რომ ორი დღის განმავლობაში ყველგან – მაღაზიაში, აფთიაქში, ბაზარში, ადმინისტრაციულ შენობებში ქართულად ვლაპარაკობდით, მაგრამ არანაირი დაბრკოლება, ან საყვედური არავისგან ყოფილა. მეორე დღეს ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს“, – ამბობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი.

რაში დასჭირდა ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციას ახალგორელი ბავშვების ნამუშევრების გაფუჭება – ამის შესახებ საუბარი ადმინისტრაციიდან არავინ ისურვა. სამწუხაროდ,  თბილისში ჩაშლილი ახალგორელების ღონისძიებაზე კომენტარის გაკეთებაც არავის სურს. 

ახალი ამბები