კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

300-მდე სოციალურად დაუცველი მოსწავლე რუსთავში სახელმძღვანელოებს ელის

9 ნოემბერი, 2010
სასწავლო წლის დასაწყისში ითქვა, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებდნენ. რუსთავში მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ დაპირებულ წიგნებს  მესამე თვეა ელიან. 300-მდე სოციალურად დაუცველ რუსთაველს წიგნები  ჯერაც არ მიუღია.

აღნიშნულ თემაზე საჯარო კომენტარი მედიისთვის განათლების სამინისტრომ გააკეთა და განაცხადა, რომ წიგნების გარეშე დარჩენილი ბავშვები მეორე ნაკადში არიან მოხვედრილი და მათი სახელმძღვანელოები უმოკლეს დროში დარიგდება. 

მაინც, რომელი უწყების ცუდი მუშაობის შედეგად მოხდა ეს? ჩვენთან საუბარში რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მარინა უგულავა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა სიები მათ სკოლებიდან წამოიღეს.

„საქმე ისაა, რომ ბევრ მშობელს არ ჰქონდა სკოლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველია. შესაბამისად, მათი შვილების კლასის დამრიგებლებმა ბავშვები სიებში ვერ ჩასვეს. ამისი მიზეზი კი ისიცაა, რომ სამწუხაროდ, მოქალაქეებს რცხვენიათ სკოლისთვის გაცხადება, რომ სოციალურად დაუცველები არიან. გარწმუნებთ, ამ დღეებში ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა მშობელი მოვიდა თხოვნით, წიგნი ჩვენ აქ გადაგვეცა მისთვის ჩუმად და არა კლასში - მისი შვილისთვის“, – ამბობს უგულავა.

არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად,  სოციალურად დაუცველთა წიგნებისთვის გამოყოფილი თანხა ვერ გასწვდა მათ ზრდად რაოდენობას. ანუ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ,  ჩვეულებისამებრ, გაგრძელდა მოქალაქეებისთვის  სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭება. მათი რიცხი გაიზარდა, სკოლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა კი ახალ რაოდენობაზე გათვლილი არ იყო.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები