კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რვა საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

11 ნოემბერი, 2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია.

„ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა“, - განცხადება დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში დღევანდელი სტუმრობისას.

მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებით დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

„საქართველოს კანონმდებლობით სკოლის დირექტორებს არ ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლების დეცენტრალიზაციის სისტემის თანახმად, დირექტორები თავად წერენ განცხადებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ განცხადებას კი, სამეურვეო საბჭო აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მათ მიერ არის მიღებული“, - განმარტა დიმიტრი შაშკინმა.

ინფორმაცია თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახენ გუშინ გავრცელდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათი სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია სკოლებში საატესტაციო გამოცდების მოხსნას ეხებოდა. კონკრეტული სკოლები ჯერ უცნობია.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები გუშინ საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა - თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ.

გარდა ამისა, ინფორმირებული წყაროს ცნობით, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები