კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰომოსექსუალიასტად შერაცხული ბრიტანელი პედაგოგი ქართულ მედიას უჩივის

11 ნოემბერი, 2010
ბრიტანელი ინგლისური ენის პედაგოგი თომას ფლეთჩერი ქართული საინფორმაციო საშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მედიას ფლეთჩერი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ფლეთჩერის ფოტოები, რომელიც მის პირად გვერდზე „ფეისბუქში“ იყო განთავსებული. ფოტოები გამოქვეყნდა სათაურით - „თომასის და მისი მეგობრების სექსუალური თამაშები“.

„ეს ფოტოები ფალსიფიცირებულია, მაგრამ ფაქტია, რომ თომას ფლეთჩერი ჰომოსექსუალად მონათლეს. უცხოელი პედაგოგები დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც მზადაა, ყველაფერი ჭუჭყში ამოსვაროს, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მინისტრმა.

შაშკინის თქმით, მან ფლეთჩერს ამ შეურაცხყოფის გამო ბოდიში პირადად მოუხადა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი პროგრამა "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" 2010 წლის 1 მარტს დაიწყო. ამ პროგრამის მონაწილეა თომას ფლეთჩერიც. პროგრამა საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე 1000 მოხალისის ჩამოსვლას ითვალისწინებს.

მომზადებულია apsny.ge-ს მიხედვით.

ამბები.გე

ახალი ამბები