20:15, Monday, 30.11.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი კაპანაძე itv.ge -ს და presa.ge-ს ხელმძღვანელი გახდა

12.11.2010
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ამიერიდან უხელმძღვანელებს გიორგი კაპანაძე - ხელისუფლებასთან ასოცირებული ტელეკომპანია „რეალტივის“ ყოფილი წამყვანი და გაზეთ droni.ge-ს დამფუძნებელი.

ინტერნეტ-ტელევიზია ეკუთვნის „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ - საქართველოში ყველაზე მსხვილ პროვაიდერული კომპანია „კავკასუს ონლაინის" შვილობილს, რომელიც ფლობს  პოპულარულ გასართობ საიტებს, ასევე საინფორმაციო პორტალ presa.ge-ს, რომელსაც კაპანაძე itv.ge-სთან ერთად უხელმძღვანელებს.

გიორგი კაპანაძემ ინტერნეტ-ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე პაატა ცაგარეიშვილი შეცვალა.

კაპანაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხსენებული ონლაინ-რესურსების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

„არ ვგეგმავ არანაირ ძირეულ ცვლილებებს.  ყველაფერი დარჩება ისევ ისე, როგორც ჩემს მოსვალმდე იყო. შევეცდები  იმას, რომ presa.ge  და ინტერნეტ-ტელევიზია უფრო პოპულარული გახდეს“, -  თქვა  კაპანაძემ.

ლანა ბერიძე, მედია.გე
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC