კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო მეგუთნიშვილი ადასტურებს, რომ თავდასხმამდე ენრი კობახიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა

16 ნოემბერი, 2010
თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნატო მეგუთნიშვილი ადასტურებს, რომ თავდასხმამდე ენრი კობახიძეზე სხვადასხვა პირების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

„წლების წინ, როცა თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა მამაცაშვილი იყო, ადგილი უკვე ჰქონდა კაბახიძის დაკავების მცდელობას. დიდი უსამართლობა იქნება, თუ იგივე განმეორდება, ან უარესი მოხდება. ენრი კობახიძე არ არის ის ადამიანი, რომ საკუთარი თავისთვის დაზიანებები მიეყენებინა, როგორც ამას პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს. როცა ერთად ვმუშაობდით, ჩემთანაც არაერთხელ ჰქონდა საუბარი მასზე და მის სხვა კერძო ბიზნესზე განხორციელებული ზეწოლებისა და ძალადობის ფაქტების შესახებ“, - აცხადებს ნატო მეგუთნიშვილი.

თელავის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დანით დაჭრეს. კობახიძეს წელზე სხეულის დაზიანება აქვს მიღებული.

როგორც ენრი კობახიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მოხდა, სადაც ის ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. ენრი კობახიძეს თავს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა ჭვრიტიძე დაესხა. კობახიძე მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები