კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიების თანამშრომლებს საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ

16 ნოემბერი, 2010
თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების თანამშრომლებს, რომლებიც დღეს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, აქციის გამართვის შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაღაზიების თანამშრომლებმა აცნობეს.

მათი თქმით, დილით მაღაზიების მესაკუთრეები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, საპროტესტო აქცია არ შედგეს.

„დღეს ფინანსთა მინისტრი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრას აწყობს და გვინდოდა მინისტრთან ადგილობრივი სამსახურების თავნებობა გაგვეპროტესტებინა, მაგრამ არაფრის საშუალებას არ გვაძლევენ. მეპატრონეებმა გვითხრეს, აქციაში თუ მიიღებთ მონაწილეობას, გადაიღებენ და პრობლემები შეგვექმნება, იძულებულები ვიქნებით სამსახურიდან გაგიშვათო. ჩვენ კი ოჯახები გვაქვს და პურის ფულს აქედან ვშოულობთ“, - აღნიშნეს მაღაზიების თანამშრომლებმა.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში მეწარმეებზე ზეწოლის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, თელავში, საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა პაატა პაპალაშვილს 320 000 ლარის ოდენობით ჯარიმა უკანონოდ დააკისრა, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები