კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაია „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივის

16 ნოემბერი, 2010
პატიმრობაში მყოფი სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

როგორც „პირველს“ მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, სამხედრო ექსპერტი „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმ „ენვერში“ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებსა და მასთან გავლებულ პარალელს აპროტესტებს.

„ჩემი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ დადასტურდა. საქართველოს შს სამინისტროს მიერ შეთითხნილი სცენარის მიხედვით კი ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურებისათვის მუშაობაში მადანაშაულებდნენ, მაგრამ არა გრუ-სთან, რაც უკრაინის მოქალაქე ელენე ისცუცკასა და სლოვაკეთის მოქალაქე დოდო დოლეჟანის, დაკითხის შემდეგ არ დამიმტკიცდა (რომლებთანაც კავშირში მდებდნენ ბრალს). ჩემი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი რეალური  მტკიცებულებები ამ დრომდე არ არსებობს. გარდა ამისა, ორივე მათგანი დღემდე თავისუფალია“, - აცხადებს მაისაია.

ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უახლოეს პერიოდში შევა.

შეგახსენებთ, რომ მაისაია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსთავის #2 კოლონიაში იხდის სასჯელს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები