კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილის დედა „ეტალონი დირექტორი“ გახდა

16 ნოემბერი, 2010
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილსას „ეტალონი დირექტორის“ წოდება მიენიჭა.

სკოლა კი, რომლის დირექტორიც ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია, წლის „ეტალონი საჯარო სკოლა“ გახდა.

ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 14 ნოემბრის გადაცემის დროს დააჯილდოვა.

ტყეშელაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა სტუდენტ-ექსპერტებმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა „ეტალონი დირექტორის“ ტიტული ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილს „საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სფეროში გაწეული  ღვაწლისთვის და მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის“ გადასცეს.

„ასეთი რამ „ეტალონის“ არსებობის მანძილზე არ მომხდარა. ამ სკოლასთან უკვე 5 წელია, ვთანამშრომლობთ და ეს უპირველეს ყოვლისა, დირექტორის დამსახურებაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა დაჯილდოებისას.

ჟენია თუმანიშვილმა-მერებიშვილისამ გადაცემაში ვრცელი სამადლობლი სიტყვა წარმოთქვა.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=14-11-2010%2018:05

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები