კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრ დუგინი: „თუ აშშ დასუსტდება, ჩვენ კიდევ ერთხელ განვახორციელებთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ოკუპაციას“

16 ნოემბერი, 2010
რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, ფილოსოფოს-ტრადიციონალისტი, პროფესორი ალექსანდრ დუგინი აცხადებს, რომ რუსეთი გლობალურ გარდაქმნებს ელოდება .

„მაგალითად, თუ აშშ დასუსტდება, ჩვენ კიდევ ერთხელ განვახორციელებთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ოკუპაციას. ამა თუ იმ ფორმით, მსუბუქად ან ხისტად. თუმცა ჯერჯერობით ასეთი პერსპექტივა არ ჩანს“, - განაცხადა დუგინმა DELFI.lt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ლიტვაში ვითარების დესტაბილიზაციას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენ იქ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია. ლატვიასა და ესტონეთში კი ასეთი ინსტრუმენტი არსებობს და ის არაერთხელ გამოგვიყენებია (ბრინჯაოს ღამე ესტონეთში - DELFI). ლატვიაში საკუთარ დიასპორას რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას, თუმცა მეეჭვება, რუსეთმა ნატო-ს წევრ ქვეყნებში მკაცრი რევოლუციური მოქმედებების განხორციელება შეძლოს. კონტროლის მოსაპოვებლად ეკონომიკურ წნეხსა და საკუთრების შეძენას გამოიყენებენ. მაგრამ რუსი ბიზნესმენები პატრიოტები არ არიან - ისინი ხელში იგდებენ ქონებას და შემდეგ საკუთარი თავზე მუშაობენ“,- აღნიშნა დუგინმა.

დუგინი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო. ინტერვიუში მან პირდაპირ და ცინიკურად აღიარა ყველაფერი, რის დამალვასაც კრემლი მთელი მსოფლიოსგან ცდილობს.

„რუსეთი დსთ-ის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენისთვის იბრძვის და ცდილობს, იქ აშშ-მა ფეხი ვერ მოიკიდოს. ბრძოლა მიდის ბელორუსზე, უკრაინასა და საქართველოზე გავლენის მოსაპოვენლად. თუ ამ ქვეყნებში პროამერიკული ხელისუფლება იქნება, რუსეთი ყოველთვის შეეცდება შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, ისეთი ნიადაგის შექმნას, რომ ხელისუფლება დაემხოს, ან საქმე სამხედრო შეჭრამდე მივიდეს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. საქართველოს ორი რეგიონი ჩამოვაჭერით და მედვედევი რომ არ შეჩერებულიყო, კიდევ უფრო შორს წავიდოდით - თბილისსაც ავიღებდით. ქართველები ძალიან შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ისინი ძალას აღიარებენ. მათ თურქების, ირანელებისა და რუსების ბატონობა გამოსცადეს და ჩვენ ყველაზე უარესი არ ვყოფილვართ. ისინი გვაფურთხებდნენ, ნაგავს გვაყრიდნენ, მაგრამ ძალას ყოველთვის აღიარებდნენ“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები