კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამ მიხნიკი: „თანამედროვე ქართულ ელიტას მოთმინების უნარი აკლია“

17 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

ცნობილმა პოლონელმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ ადამ მიხნიკმა, 11 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. მან დამსწრე საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო სივრცის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოლონეთის გამოცდილება გაუზიარა. მიხნიკთან ერთად, მოხსენებები წაიკითხეს პოლონეთის სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტიურმა წარმომადგენლებმა: იაცეკ კოზლოვსკიმ, იან იაკუბ ვიგნანსკიმ და ვიტეკ ხებანოვსკიმ.

ადამ მიხნიკმა ისაუბრა დემოკრატიზაციის პროცესში ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემებზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეკომუნიზაციაზე, მედიის როლსა და  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებზე.

ადამ მიხნიკის აზრით, გამოკვეთილია მთავარი პრობლემა, რაც დემოკრატიის განვითარების კუთხით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ - მათ უყვართ და იციან რა არის თავისუფლება, მაგრამ არა აქვთ დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრების ტრადიცია: „დემოკრატია ესაა თავისუფლება, რომელიც კანონითაა შეზღუდული; თავისუფლება, რომელიც კანონს ექვემდებერება. ჩვენს ქვეყნებში ისტორიულად არასოდეს ყოფილა კანონის უზენაესობის პრინციპით ცხოვრების ტრადიცია. ამიტომ ჩვენ არც დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრებაში გვაქვს გამოცდილება.  სწორედ კანონის უზენაესობა და სამართლიანობაა ის, რაც ყველაზე უფრო მოიკოჭლებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“.

მეორე მთავარ საკითხად, დემოკრატიზაციის პროცესის დაჩქარებაში, პოლონელმა ჟურნალისტმა საზოგადოების დეკომუნიზაცია და ლუსტრაცია დაასახელა. ამ საკითხზე მიხნიკმა პოლონეთის გამოცდილება გაუზიარა შეკრებილებს: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მივუდგებით  ჩვენს ისტორიას. ესაა საკითხი, რომელიც დეკომუნიზაციასა და ლუსტრაციას ეხება. ამ საკითხზე პოლონეთში დებატები მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ისინი, ვის ხელშიც კაგებეს არქივები იყო, იყენებდნენ მას, როგროც იარაღს თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების წინააწმდეგ“.

ადამ მიხნიკის შეფასებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კომუნიზმი ნაციონალიზმმა ჩაანაცვლა. ამას კი კარგად იყენებს რუსეთი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში  არაერთხელ გააღვივა კონფლიქტები რადიკალური ნაციონალიზმის სარჩულით.

„თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მხოლოდ რუსეთისთვის გადაბრალება არ იქნება სწორი. უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტები მოხდა, არსებობდა მზაობა და ბევრი სხვა წინაპირობა, რამაც საბოლოოდ კონფლიქტებამდე მიგვიყვანა“, - დასძინა ადამ მიხნიკმა .

დარბაზიდან დასმულ კითხვაზე - საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების ფონზე რა არის ყველაზე ძნელად დასაძლევი პრობლემა, მიხნიკი პასუხობს, რომ ეს რუსულ- ქართული ურთიერთობებია: „თვით მოსკოვშიც კი არავის სჯერა, რომ საქართველო არ არის იმპერიალისტური, ძლიერი, ყოვლისშემძლე ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა რუსეთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშანავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა არ დაუშვია. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ არა აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს წარსული. თანამედროვე ქართულ ელიტას მოთმინების უნარი აკლია. მე ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთადერთ შანსად კომპრომისი რჩება. სახელმწიფოთა ურთიერთობა კომპრომისების ფილოსოფიაზეა დამყარებული“.

დარბაზიდან დასმულ კითხვაზე - არის თუ არა დღევანდელი ტელეკომპანია „იმედი“ ის ტელევიზია, რომლის გახსნისთვისაც 2007 წელს ადამ მიხნიკმა ბევრი რამ გააკეთა, ჟურნალისტმა უპასუხა , რომ მისთვის სასურველი იქნებოდა „იმედში“ დემოკრატიული გუნდი ეხილა: „რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა „იმედი“ დემოკრატიული გუნდის ხელში მენახა. ვისურვებდი, რომ იქ პირველხარისხოვანი  ჟურნალისტები და პუბლიცისტები მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, მე ქართული ენა არ ვიცი. შესაბამისად, ვერც „იმედის“ გადაცემებს ვადევნებ თვალს. აქედან გამომდინარე, შეასებისგან თავს შევიკავებ“.

ახალი ამბები