კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წუხს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისას საქართველომ სრულად არ გამოიყენა ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმი

17 ნოემბერი, 2010
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას მიესალმება. რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ 16 ნოემბერს საქართველოს შესახებ მიიღო, ნათქვამია, რომ ასამბლეა „მიესალმება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს, რომ სრულად არ მოხდა ევროპის საბჭოსთან არსებული ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის გამოყენება“.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია, რომელშიც ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზეა გამახვილებული, დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების „ძალისხმევას, რომელიც შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისკენ, კერძოდ - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართვისკენ არის მიმართული“.

რეზოლუცია ასევე მიესალმება 2010 წლის მაისში „კონკურენტული და დემოკრატიული“ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „განაგრძოს კანონის უზენაესობისკენ და დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით ოპოზიციის შემდგომი ჩართულობის კუთხით“.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოს შესახებ 16 ნოემბერს მიიღო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები