კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი მართლმადიდებლების უფლებებზე საუბრობს

18 ნოემბერი, 2010
ქართველ მართლმადიდებლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მსახურების საშუალება არა აქვთ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობაა ასახული.

„ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებს არ აქვთ საშუალება იმსახურონ ქართულ სოფლებთან – ნულთან, ერედვთან, მონასტერთან და გერთან ახლომდებარე ეკლესიებში, რადგან ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემები არსებობს
ეკლესიებში მისვლისა და ახლობლების საფლავების მონახულების მიზნით ადმინისტრაციული სარზღვრების გადაკვეთის დროსაც, განსაკუთრებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

აქვე ნათქვამია, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს რუსული საოკუპაციო ჯარები უჭერენ მხარს, მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ამდენად, ამ ტერიტორიებიდან რეალური ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

„აფხაზი ლიდერის მიერ 1995 წელს გამოცემული ბრძანებით, რეგიონში იეღოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა და ეს ბრძანება დღემდე ძალაშია, თუმცა, რეალურად არ ხორციელდება. ამ ადამიანების ჯუგუფი აცხადებს, რომ რეგიონში კვლავ საქმიანობს, მაგრამ ამ ბრძანების გამო მოქმედება შეზღუდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაფტისტებს, ლუთერანებს და კათოლიკებს აფხაზეთში საქმიანობის ნება დართეს, მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია.

„2008 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა სინოდმა გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აღიარა, მაგრამ 2009 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართული ეკლესიისგან „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები