კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილმა დავით კანდელაკმა კობა სუბელიანის უწყებასთან თავის დაწვა სცადა

19 ნოემბერი, 2010
18 ნოემბერს აფხაზეთიდან დევნილმა დავით კანდელაკმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ დევნილთა საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარემ დავით მალაზონიამ აცნობა, კანდელაკი უსახლკაროდ არის დარჩენილი, უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნათესავებს აფარებდა თავს, მაგრამ ბოლო პერიოდში ნათესავებმაც ვეღარ შეიფარეს და ღია ცის ქვეშ დარჩა.

„კანდელაკი აქციებში ჩვენთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოდა. დღეს კი, უკვე სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფმა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოვახერხეთ და თავის დაწვის საშუალება არ მივეცით“,- განაცხადა მალაზონიამ.

პარალელურად კობა სუბელიანის უწყებასთან საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მოთხოვნით  დევნილთა მორიგი აქცია მიმდნარეობს. როგორც მალაზონია ირწმუნება, დევნილთა შორის არიან მძიმე ავადმყოფებიც, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ, მაგრამ მკურნალობის საშუალება არ აქვთ.

ხელისუფლების მხრიდან აქციას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები