კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციამ მიკროავტობუსების მძღოლებს 25 ნოემბერს მუშაობა აუკრძალა

24 ნოემბერი, 2010
საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მიკროავტობუსების მძღოლებს 25 ნოემბერს კახეთიდან თბილისში ხალხის გადაყვანა აუკრძალეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავი - თბილისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა აცნობეს.

მათი თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამცავები მძღოლებს დაჯარიმებით დაემუქრნენ. მძღოლებმა ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვეს.

ამ საკითხზე შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებთან საუბარში თელავის, ყვარლის და გურჯაანის ავტოსადგურების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ 25 ნოემბერს რეგიონიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები შეზღუდვით იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარებაა დაგეგმილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები