კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა

24 ნოემბერი, 2010
გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული საკანალიზაციო ჭიდან ფეკალური მასები ამოდის და ქუჩაში იღვრება. როგორც კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, შესაძლოა, ეპიდემია გავრცელდეს.

„ერთ თვეზე მეტია ქუჩაში აუტანელი მდგომარეობაა. ფეკალური მასები დაზიანებული კანალიზაციიდან პირდაპირ ქუჩაში იღვრება. რაიონის გამგეობას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია“, - აღნიშნა კოსტავას ქუჩის მაცხოვრებელმა ციური სეფიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის თქმით, ამ პრობლემის შესახებ გამგეობისთვის არავის მიუმართავს. „დღესვე ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნება. საკითხს შევისწავლით და შევეცდებით, მოვაგვაროთ“, - განაცხადა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები