კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეთორმეტეკლასელებს პოლიციაზე თემის დაწერას ავალდებულებენ

24 ნოემბერი, 2010
კახეთის საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელები დაავალდებულეს დაწერონ თემა „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“. როგორც უფროსკლასელებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თემის დაწერის შესახებ დავალება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისგან მიიღეს.

პედაგოგების თქმით, „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ კონკურსია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს. მოსწავლეებს, რომლებიც საუკეთესო თემას დაწერენ, დააჯილდოვებენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების განცხადებით, სკოლის დირექტორებმა მიუთითეს, რომ სკოლიდან რესურს - ცენტრში რაც შეიძლება ბევრი და კარგი ნამუშევარი უნდა წავიდეს.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსის ლალი გაბიტაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მოსწავლეს, რომელიც თემას არ დაწერს, არაფერი ემუქრება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები