კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კმაყოფილი და უკმაყოფილო დევნილები კარალეთის დასახლებიდან

25 ნოემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

დევნილების დასახლებაში ზამთრისთვის ემზადებან. ჯერჯერობით, რითაც კმაყოფილები არიან კარალეთის დასახლებაში, ეს ჩატარებული რემონტია. როგორ გაუძლებს გარემონტებული კოტეჯები ზამთარს, ეს ცოტა ხანში გაირკვევა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი დაინტერესდა იმით, როგორ ემზადებიან დევნილები ზამთრისთვის.

ერედვიდან დევნილი მანანა მეცხვარიშვილი ამბობს, რომ გათბობის პრობლემა აქვთ:  „პლიტები გვაქვს ჩართული, 3 პატარა ბავშვი გვყვავს. ამათ ხომ უნდათ გათბობა?! ეს გაზი კი დაგვიყენეს, მაგრამ ვერ გვათბობს“.

ოთარ ასკილაშვილი: „გულით ავადმყოფი ვარ. წამლებით გვეხმარებოდნენ, მაგრამ ოთხ თვეზე მეტია, აღარ მოდის არაფერი. ოჯახში სამი ადამიანი ვართ. შვილიშვილი მეათე სკოლაში დადის. ორჯერ შევიტანეთ განცხადება, რომ წიგნებით დაგვხმარებოდნენ, მაგრამ უარი გვითხრეს - ვინც უკუდურესად გაჭირვებულია მარტო იმათ ვეხმარებითო. ჩვენზე გაჭირვებულები ნეტა თუ არსებობენ კიდევ? დანარჩენით კმაყოფილები ვართ. რემონტიც გაგვიკეთეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საკვები და წამლებია, რაც გვაცოცხლებს ადამიანებს“.

ტატიანა ჯოჯიშვილი ვანათიდან დევნილია: „არაფერი დახმარება არ მოგვდის. პენსიონერი მეუღლე მყავს და ძლივს ვირჩენთ თავს. რამდენიმე თვეა, ვერ ვთბებით. ეს გაზი მთელი დღე კი ჩართულია, მაგრამ ვერ გვათბობს. ბავშვი გორის უნივერსიტეტში სწავლობს. აქამდე აფინანსებდნენ და უხდიდნენ გადასახადს. ამას წინათ თბილიში ვიყავი განათლების სამინისტროში და იქაც მითხრეს, ბავშვს სწავლის გადასახადი მესამე კურსიდან აღარ ექნებაო. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. პატარაც მყავს. სკოლის მოსწავლეა. მეგონა, სკოლაში რამით დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ განცხადება შევიტანე თუ არა, დაგვიანებულიაო, მითხრეს. რამდენიმე წიგნი მისცეს ბავშვს და ისინიც ძველი“.

ქეთევან ოქროპირიძე, დისევიდან: „სკოლაში წიგნები იმ ბავშვებს მისცეს, ვინც სოციალურ დახმარებას იღებდა. ეს ხდება მეთორმეტე სკოლაში. კიდევ კარგი, სკოლაში სპეციალური „მარშუტკა“ დადის და იმას ვაყოლებ ბავშვებს. ხალხმა რა უნდა ვქნათ, ნეტა? ან გაზის გადასახადი რით უნდა გადავიხადოთ, სულ 100 ლარია გადასახადი, მაგრამ 50-ს გვიფარავენ და ნახევარიღა იქნება ჩვენზე გადასახდელი,ანდა მაგას რით გადავიხდით ნეტა?“

გია ტრამაკიძე დისევიდან: „რემონტი გაგვიკეთეს, მაგრამ გარედან კედლები სულ დაბზარული და დახეთქილია. კმაყოფილები ვართ იმით, რომ წყალი არ ჩამოგვდის. გაზზე კი „კარმა“ დაგვიდგეს, მაგრამ ვერ ვანთებთ. ალბათ, გასაწმენდია. დენზე დავალიანება არ გადაგვიხდია და გაზზე 103 ლარი გადავიხადეთ. ბავშვები სტუდენტები არიან.  1 წელი პაატა ბურჭულაძემ დააფინანსა და გადაუხადა სწავლის გადასახადი. არასამთავრობო ორგანიზაციიდან კი მედიკამენტებით დაგვეხმარნენ. ახლა კი აღარაფრით არ გვეხმარებიან. რემონტის დროს თითო კალბასი მოგვცეს, რათა მუშებისთვის გვეჭმია. ამ კოტეჯში 4 ადამიანი ვცხოვრობთ. არავინ არ ვმუშაობთ და პენსიის იმედზე ვართ“.

ზეინაბ ტურაშვილი ერედვიდან: „მუშები ყავდათ მოყვანილი და რემონტი გაგვიკეთეს. კმაყოფილები ვართ. ბავშვები მყავს სკოლის მოსწავლეები მეხუთე სკოლაში სწავლობენ. მათ არაფრით ეხმარებიან. მარტო შარშან მისცეს წიგნები და წელს მითხრეს, თქვენი შვილები სიაში არ არიან და ვერ დაგეხმარებითო. ჯერ გაზის და დენის ფულიც არ გადაგვიხდია და ეგეც შეღავათია ჩემთვის. არანაირი დახმარება მარტო სოციალურ დახმარებას გვაძლევენ“.

ლიანა ზუბაშვილი, ერედვიდან: „რემონტით კმაყოფილები კი ვართ, მაგრამ ახლა აღარაფრით გვეხმარებიან. მე ისედაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ წამლებიც კი არ მოაქვთ. სოციალურად დაუცველისთვის გათვალისწინებულ 78 ლარს ვიღებთ მხოლოდ. სახლში გაზით ვთბებით, მაგრამ კარგად ვერ გვათბობს. დენისას და გაზისას ჩვენ ვიხდით. მარტო ამ თვეში არ გადაგვიხდია. ბავშვებიც გვყავს და გიმნაზიაში დაგვყავს. არც ამათ ეხმარებიან. მარტო ტრანსპორტით მიყავთ უფასოდ. დანარჩენი კი ჩვენი გადასახდელია. დახმარებას გვპირდებიან და ასევე ამ გაბზარული კედლების შეკეთებას“.

ნინო გოგინაშვილი ერედვიდან: „კოტეჯში ოთხნი ვხოვრობთ. ბიჭს „თეთრუაშვილების სასწავლებელში“ ვასწავლი. აბსოლუტურად არაფრით ეხმარებიან. წელიწადში 330 ლარია გადასახდელი და ნაწილ-ნაწილ ვიხდი. ჩემებიც მეხმარებიან. მეორე ბავშვი ახლა მეყოლა. მისი მშობიარობის დროს პოლისზე ფული დამამატებინეს. არც ამ პატარაზე მაქვს არანაირი დახმარება“.

ესმა მარიამიძე ერედვიდან: „რემონტი დაამთავრეს და კმაყოფილები ვართ. გაზი გვაქვს, მაგრამ ვერ გვათბობს. თან პატარაც მყავს და ღუმელის დადგმა მოგვიწევს. ჩემი ბიჭი მუშაობს და ის გვეხმარება. სამნი ვცხოვრობთ. სოციალური დახმარება გვაქვს თითოზე 22 ლარი. არც მედიკამენტებით გვეხმარებიან. დენის ფულს ჩვენ ვიხდით. ადრე ერთიანად გადავიხადეთ. გაზზე ჯერ არ ვიცით, რა იქნება. ალბათ, იანვრიდან იქნება გადასახადი და ახლა რასაც წვავს, მერე გადავიხდით ერთიანად“.

მარინე მეხრიშვილი ერედვიდან: „კარმით ვთბებით და ისიც მთელი დღე ვერ ვრთავთ, რომ ბევრი არ დაწეროს. რემონტი კი გაგვიკეთეს. წინანდელს ჯობია. არანაირი დახმარება ჩვენთვის არ არსებობს. სამი შვილი მყავს. ორი სკოლის მოსწავლეა და ერთი პატარა მყავს. არც ამათზე მაქვს დახმარებები. ბავშვებს არც წიგნებს აძლევენ არც ტანსპორტით ეხმარებიან. პატარასთვის, ვიდრე ერთი წლის გახდებოდა, გვაძლევდნენ მარტო საჭმელს“.

მარიამ გიუნაშვილი დისევიდან: „მეუღლე და შვილი მყავს და მათთან ერთად ვცხოვრობ. რემონტი გაგვიკეთეს. ყველაფრით კმაყოფილები ვართ. წამლები და საკვები ჯერ-ჯერობით არ მოგვდის, მაგრამ იმედი ვვაქვს, რომ ისევ დაიწყება დახმარებები. შვილიშვილები გვყავს და თბილისში სწავლობენ. ამათ კი აფინანსებენ და სწავლის გადასახადს უფარავენ, მეტი რაგღა უნდა გვინდოდეს ამითაც კმაყოფილები ვართ. სოციალურ დახმარებასაც ვიღებთ ყოველთვე“.

ახალი ამბები