კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველი ორგანიზაციები წარმომადგენლობით სახალხო კრების მონიტორინგს გაუწევენ

25 ნოემბერი, 2010
უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ წარმომადგენლობით სახალხო კრებას მონიტორინგს გაუწევენ.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაშია აღნიშნული, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ქვეყნის მოსახლეობას; კრების მიმდინარეობისას შესაძლო პროვოკაციებისა და უკანონობის აღკვეთის მიზნით, "საზოგადოებრივი დამცველი" აქციის მონიტორინგს, მონაწილეების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს.

"ამავდროულად მოვუწოდებთ ხელისუფლების პარტიულ აქტივს, ძალოვან სტრუქტურებს, წარმომაგენლობითი სახალხო კრების ორგანიზატორებს, მონაწილე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, დაიცვან კანონი და მოსახლეობის უფლებები, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო პროვოკაციები”, აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “საზოგადოებრივი დამცველს” სრული მობილიზაციას აქვს გამოცხადებული, ასევე, ფუნქციონირებას დაიწყებს სატელეფონო ცხელი ხაზი.

განცხადებას ხელს აწერენ ირაკლი სესიაშვილი, კახა კახიშვილი, მანანა კობახიძე, ირინა ფუტკარაძე, მანანა მებუკე, ია მამალაძე, თამარ კიკნაძე, ზურაბ ფუტკარაძე, გიორგი მარიამიძე და სხვა არასამთავრობო ორგანიზციების წარმოამდგენლები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები