კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლის პროტესტი თელავში - რქიანი და კუდიანი პოლიციელი

26 ნოემბერი, 2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თემაზე „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებული კონკურსების ვადა გუშინ ამოიწურა. თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროტესტის ნიშნად, რქიანი და კუდიანი პოლიციელი დახატა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, პოლიცია მოსწავლის ვინაობის დადგენას ცდილობს.

მოსწავლის თქმით, მას და მის თანაკლასელებს კონკურსში მონაწილეობის მიღება არ უნდოდათ, თუმცა სკოლის დირექტორმა ისინი დაავალდებულა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ, ნახატები დაეხატათ და თხზულებები დაეწერათ.

„ამ ნახატით პროტესტი გამოვთქვი. დირექტორები მონებივით არ უნდა გვექცეოდნენ. რაც არ გვინდა, იმას იძულებით არ უნდა გვაკეთებინებდნენ“, - აღნიშნა მოსწავლემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მოზარდის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვამჟღავნებთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი     

ახალი ამბები