კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯასტინ ლაილი: „ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე კორუფცია ისევ რჩება“

26 ნოემბერი, 2010
საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ცენტრი უმცირესობათა საკითხებში“ წარმომადგენლის ჯასტილ ლაილის თქმით, ეკომიგრანტებთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა დონეზე კორუფცია ისევ რჩება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასტუმრო „ამბასადორში“ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დროისთვის საქართველოში 100 ათასი ეკომიგრანტია, რომელთაც გადასახლება სჭირდებათ. 11 ათასი ოჯახი ისეთ სახლებში ცხოვრობს, სადაც ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია. სახელმწიფომ ვინც გადაასახლა, მათგან ბევრი კიდევ უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობს. ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე კორუფცია ისევ რჩება. გამოყოფილი თანხები, რაც ეკომიგრანტებს უნდა მოხმარდეთ, სხვა მიმართულებით მიდის“, - აღნიშნა ჯასტინ ლაილმა.

მისივე თქმით, რეგიონებში უკვე განსახლებულ ეკომიგრანტებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობით სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთები, რაც მათ საშუალებას მისცემდა საარსებო წყარო გამოემუშავებინათ. „არ ხდება გადასახლებული ეკომიგრანტების ადგილობრივ თემთან ინტეგრაცია, რაც წარმოშობს პრობლემებს, მითუფრო ისეთ ადგილებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ“, - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები