კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარმა ტარიელ საყვარელიძემ ყური მოიჭრა და შეჭამა

30 ნოემბერი, 2010

რუსთავის მეორე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ტარიელ საყვარელიძემ ყური მოიჭრა და შეჭამა.

ამის შესახებ „პირველს“ საყვარელიძის უფლებების დამცველმა ვლადიმერ ტაბაღუამ აცნობა.

ადვოკატის თქმით, ამ ნაბიჯამდე პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ და მძიმე სულიერმა მდგომარეობამ მიიყვანა.

მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის არაერთი ცემის გამო დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, საყვარელიძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გადაიყვანეს.

„მას არ ჩაუტარდა მკურნალობა და ამ დროდმე არ მიეწოდებოდა მედიკამენტები. გარდა ამისა, არსებობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 5 დასკვნა, რომლის თანახმად, საყვარელიძეს ფსიქიური პრობლემები აქვს და შესაბამის მკურნალობას გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საჭიროებს. მისი სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნა კი სერიოზული კანონდარღვევაა“, - განაცხადა ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ საყვარელიძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ღირსებისშემლახველ მოპყრობაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას პატიმრობაში მყოფი ვაჟი ცოტნე გამსახურდიაც საუბრობდა და პატიმრის წამების შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები