კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა შავებში ჩაცმული ქალბატონი ძალით გაათრიეს

30 ნოემბერი, 2010

ინციდენტი მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლადრეაბილიტირებული სკოლის შენობის გახსნის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტის დაცვის წევრებმა შავებში ჩაცმული ქალბატონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წერილის გადაცემას ცდილობდა, სკოლის შენობის ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაათრიეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი დაინტერესდა, რატომ ცდილობდა ქალბატონი პრეზიდენტთან შეხვედრას, თუმცა დაცვის წევრებმა მოქალაქე მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები