კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაკავებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება

30 ნოემბერი, 2010

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაკავებულების საქმე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსახილველად, სავარაუდოდ, 14 დეკემბრიდან გადაიგზავნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულის რუსლან გალოგრეს ადვოკატმა შალვა ლებანიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი პატიმრობის ვადა 14 დეკემბერს ეწურება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ვადას არ გააგრძელებს, საქმე განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.

კომპანია „სეიბოლტის“ საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორის არმენ გევორქიანის და მისი მოადგილის რუბენ შიკოიანის ადვოკატის ნანა წულაძის განცხადებით, მის დასაცავ პირებს წინასწარი პატიმრობის ვადა 15 დეკემბერს ეწურებათ, რის შემდეგაც საქმეს სასამართლო განიხილავს.

ვინაიდან საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას, ჯაშუშობას ეხება, პროცესები დახურული იქნება.

საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს და ადვოკატებიც საქმის დეტალებს ვერ ახმაურებენ. სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაკავებულთა უმრავლესობა აჭარის რეგიონიდან არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, სახელწოდებით „ენვერი“, რომლის შედეგადაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. „გრუ“-სთან) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 15 პირი, მათგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 13 დაკავებულიდან 4 რუსეთის, ცხრა კი საქართველოს მოქალაქეა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები