კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელი თბილისის მერს მოუწოდებს, „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს“ სასამართლოში უჩივლოს

30 ნოემბერი, 2010

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, „რესპუბლიკელი“ თინათინ ხიდაშელი დედაქალაქის მერისაგან სასამართლო დავის დაწყებას ითხოვს.

ხიდაშელმა წყლის ტარიფის გაზრდა სკრებულოში დღეს ბრიფინგზე გააპროტესტა.
მან საუბრისას აღნიშნა, რომ წყლის ტარიფი თბილისში არსებული ხელშეკრულებით 5 წლის განმავლობაში არ უნდა შეცვლილიყო. ხიდაშელმა მიმართა მერს, გამოიყენოს ეფექტური მექანიზმი და წყლის ტარიფის გაზრდის გამო, კომპანიას „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერ“ სასამართლოში უჩივლოს.

მან ქალაქის ხელისუფლება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებასა და გერმანულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დოკუმენტის მიღებას, იგი სასამართლოდან დღემდე ითხოვს.

საუბრისას ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს გამოცხადებულ ტენდერში, უარი ეთქვა ესპანურ კომპანიას, რომელიც თბილისის წყლის შესაძენად 120 მილიონ ლარს დებდა. 35 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე ის კომპანია, რომელმაც ამ ტენდერში გაიმარჯვა.

თბილისში წყლის ტარიფი სულზე 3,15 ლარამდე გაიზარდა. გიგი უგულავას განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები