კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლადო ვარძელაშვილი გუბერნატორობის დროს ყოველთვიურად 3000 ლარამდე პრემიას იღებდა

30 ნოემბერი, 2010

სოციალურ ქსელებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტმა, საბა წიწიკაშვილმა  გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს ლადო ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 3 000 ლარამდე პრემიას იღებდა.

2009 წლის 20 იანვრით დათარიღებულ გუბერნატორის განკარგულებაში, რომელსაც ბეჭედი და ხელმოწერაც აქვს, ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 2 950 ლარის ოდენობის პრემიას საკუთარ თავს უნიშნავს.

ამავე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ვარძელაშვილმა თავის თავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1000 ლარი გამოუყო მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად.

აღნიშნული დოკუმენტი 2009 წლის პირველი აგვისტოთი არის დათარიღებული.
ლადო ვარძელაშვილი მაროკოში იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მის ამჟამინდელ სამსახურში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი მაროკოდან კვირის ბოლოს დაბრუნდება და აღნიშნულ საკითხზე, სავარაუდოდ, რეაგირებას მოახდენს.

საბა წიწიკაშვილმა გუბერნატორისა და სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების პრემიების თემას ერთი წლის წინ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება უძვნა, რომელიც humanrights.ge-ზეც გამოქვეყნდა (იხ. http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=8008&lang=geo).

ამჯერად, საბა წიწიკაშვილს მზადა აქვს კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე ლადო ვარძელაშვილის საქმიანობის სხვა დეტალებია განხილული. ეს სტატია humanrights.ge-ზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები