კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები გააკრიტიკეს

1 დეკემბერი, 2010

სალომე აჩბა

30 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა სახლში“  „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების“ შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა „ადამიანის უფლებათა სახლის“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ევროკავშირის, ევროკომისიის, ლიტვის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვეიცარიისა და სხვა საელჩოებიდან.

„საქართველოს მთავრობის მიერ 15 ოქტომბერს დამტკიცებული დოკუმენტის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საქმიანობის განხორციელების წესების” ირგვლივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ ამ დოკუმენტმა უკვე შეუქმნა გარკვეული პრობლემები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისას“, -  განაცხადა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, გიორგი კუპატაძემ.

„აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა, ხელისუფლებამ მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო და გამოაქვეყნა ეს რეგულაციები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, რათა დადგენილებაში გათვალისწინებული ყოფილიყო მათი რეკომენდაციები. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. მისი მიღების პროცესი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვან - ხელისუფლების ორგანოთა გამჭვირვალობის პრინციპს“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თამარ ხიდაშელმა.

შეხვედრის ბოლოს შეჯამდა შენიშვები და მომზადდა მიმართვის ტექსტი რეინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის, ეკატერინე ტყეშელაშვილის სახელზე. შეხვედრის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითოვენ, რათა გაუზიარონ მოსაზრებები და შენიშვნები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საქმიანობის განხორციელების წესების“ შესახებ.

მიმართვის სრული ტექსტი და ხელმომწერთა სია Humanrights.ge-ზე ამ დღეებში გამოქვეყნდება.

ახალი ამბები