კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ერისიმედში სპეციალური საშვის გარეშე შესვლა აიკრძალა

1 დეკემბერი, 2010

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში, რომელიც საქართველო -აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სპეციალური საშვის გარეშე შესვლა აკრძალა. ამ დროისთვის, შეზღუდვა მხოლოდ ერისიმედში მუდმივად მაცხოვრებლებზე არ ვრცელდება.

საშვს ქართველი მესაზღვრეები სოფელში შესვლამდე, საგუშაგოში სპეციალური რეგისტრაციის გავლის შემდეგ იძლევიან. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო სოფელში შესვლამდე დაახლოებით 1 კილომეტრში დგას.

განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს ჟურნალისტებზე. საშვის მიღების შემთხვევაში, მესაზღვრეები კორესპონდენტებს სოფელში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლებას არ აძლევენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, ნახევარი სოფელი სადაო ტერიტორიაზეა და ერისიმედში შესასვლელად რეგისტრაციაც ამიტომ გახდა სავალდებულო.

ერისიმედში ძირითადად აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფელი ერისიმედი ამ დროისთვის ოფიციალურად სიღნაღის რაიონის შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია.

საქართველო -აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი უახლოეს დღეებში ჟურნალისტურ გამოძიებას შემოგთავაზებთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები