კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტია“ შაშკინის გადადგომას მოითხოვს

1 დეკემბერი, 2010

„ქართული პარტია“ განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადადგომას მოითხოვს. როგორც ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორი სკოლიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ აღნიშნულ სკოლაში შაშკინის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ ინგლისურის მასწავლებელთან შეხვედრის კადრები გავრცელდა.

სუბარის თქმით, შაშკინი ინგლისურის მასწავლებელთან თომას ფლეტჩერთან შესახვედრად სკოლაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ნოემბერში პედაგოგის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები გავრცელდა და ამ ფაქტზე მშობლებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ. ფლეტჩერს აღნიშნული ფოტოები „ფეისბუკზე“ ჰქონდა გავრცელებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

შაშკინისა და ფლეტჩერის შეხვედრის ამსახველი ფოტოები „ქართული პარტიის“ წევრმა კახა მიქაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აჩვენა მაყურებელს, რასაც სკოლის დირექტორის და 6 მასწავლებლის გათავისუფლება მოჰყვა. სუბარის განცხადებით, კახა მიქაიას აღნიშნული ფოტოები მოსწავლეებმა მიაწოდეს.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მასწავლებლების წინააღმდეგ რეპრესიებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. ბოლო დროს, მეთორმეტე კლასელების აქციის გამო, თბილისის რამდენიმე სკოლის დირექტორი დაითხოვეს სამსახურიდან. სუბარის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვას აზრი არა აქვს და ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსწავლეების და მასწავლებლების დაცვაში დახმარებას სთხოვენ.

„ქართული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, დაუშვებელია განათლების სისტემას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც რეპრესიებით ცდილობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაშინებას და დამორჩილებას. სუბარის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ განათლების სისტემა ტერორისაგან გათავისუფლდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები