კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ქართული ენის წრის გახსნა არ დაუშვა

2 დეკემბერი, 2010
ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის გახსნა არ დაუშვა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოსწავლა ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა.

„ამ საკითხზე მუშაობისას წინააღმდეგობა გვხდებოდა, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ცხინვალი მაინც დაუშვებდა ქართული ენის წრის გახსნას. დღეს დილით კი ცხინვალის განათლების განყოფილებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ არ დაუშვებენ ამ წრის გახსნას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ მე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე, სადაც აღვნიშნე, რომ როგორც ქართველისთვის, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის შეურაცხმყოფელია და სამსახურს პროტესტის ნიშნად ვტოვებ“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული ენისა და ლიეტრატურის წრის პედაგოგების ხელფასების დაფინანსება საქართველოს ხელისუფლებასაც სთხოვა, თუმცა, დადებითი პასუხი ვერ მიიღო.

„ცხინვალი ამბობს, რომ ქართული ენის წრის მასწავლებლებს ხელფასს არ გადაუხდის. საქართველოს ხელისუფლებას ხელფასები მაინც რომ გადაეხადა, წრის საქმიანობას მაინც მოვახერხებდით“, - განაცხადა მეარაყიშვილმა.
 
ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 60-მდე ბავშვი სწავლობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები