კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოსამართლეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

2 დეკემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილს ჟურნალისტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონით სასამართლო პროცესზე აუდიოჩაწერა აკრძალული არ არის, მოსამართლე დუიშვილმაკი ეს უფლება მოტივაციის გარეშე შეზღუდა.

საქმე ეხება 28 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესებს, რაზეც მოსამართლე დუიშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განიხილა და კახეთის გუბერნატორის მოთხოვნით დაკავებულ 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, წერილობით იშუამდგომლა აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ, რაც მოსამართლემ უსაფუძვლოდ შეზღუდა.

„არ მოგცემ ამ უფლებას. არ ვაკმაყოფილებ შენს შუამდგომლობას. თუ საჭიროდ ჩავთვლი, გადაწყვეტილებას წერილობით ჩაგაბარებ“, - განაცხადა მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპირებს მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრით საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიმართოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები