კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანდატურის დირექტორად დანიშვნის გამო, 173-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

2 დეკემბერი, 2010
თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოშია შეკრებილი და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს.

სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი, მანდატურთა შემადგენლობიდან დანიშნეს და მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არა აქვს დამყარებული.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა განმარტა, მოსწავლეებს სკოლაში არასათანადოდ ექცევიან, არა აქვთ გათბობა, არ არის მოწესრიგებული კვების ობიექტი.

ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები