კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ცენტრ-პოინტის“ კლიენტები „დექსუსს“ პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ

2 დეკემბერი, 2010
სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ყოფილი კლიენტები კომპანია „დექსუსს“ პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

100-მდე კლიენტი „დექსუსის“ ოფისთან ხელმოწერებს აგროვებს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ სპეციალურ განცხადებას კომპანიის ხელმძღვანელს გიორგი ქანანაშვილს გაუგზავნიან.

როგორც „ინტერპრენიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა კონტრაქტორმა განუცხადა, „დექსუსის“ მიერ მათთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება მიუღებელია და ამ ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ.

„სრულიად ახალი ხელშეკრულება შემოგვთავაზეს, სადაც ჩადებულია ძალიან ბევრი ჩვენთვის ცუდი პუნქტი. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ მავალდებულებს დღგ-ს გადახდას, რაც ბინის ღირებულების 18%-ს შეადგენს“, - აღნიშნავს დაზარალებული კლიენტი.

მისივე თქმით, „ცენტრ-პოინტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა კლიენტისთვის თეთრი კარკასის ჩაბარებას, ახალი კონტრაქტით კი „დექსუსი“ შავი კარკასის ჩაბარების ვალდებულებას იღებს.

„ხელშეკრულებაში არის კიდევ ერთი ბუნდოვანი პუნქტი ბინის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანია ვალდებულებას იღებს, იმ მომენტისთვის, როცა მე ბინას რეესტრში გავიტარებ, ის თავისუფალი იქნება იპოთეკისგან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯერჯერობით ჩემი სამშენებლო კომპლექსი არ არის იპოთეკით დატვირთული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას მოვაწერ ხელს ავტომატურად თანხმობას ვამბობ იპოთეკით დატვირთვაზე. მე არანაირი გარანტია არა მაქვს, რომ სამი წლის შემდეგ სხვა კომპანიასთან ან ბანკთან არ მექნება პრობლემები“, - აცხადებს ერთ-ერთი კლიენტი.

აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილო კლიენტების უმრავლესობას ბინის ღირებულება სრულად აქვთ დაფარული და მათ ფართები 2007-2008 წლებში უნდა ჩაბარებოდათ.

კომპანია „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტი“ და მასთან დაკავშირებული დაუსრულებელი პროექტები მართვაში აიღო. კომპანიებს შორის ხელშეკრულება 10 სექტემბერს გაფორმდა. „დექსუსი“ იღებს ვალდებულებას, 3 წლის განმავლობაში დაასრულოს „ცენტრ-პონტის“ ყველა დაუსრულებელი პროექტი. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განახლდება სამუშაოები ყველა ობიექტზე.

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს მიაჩნია, რომ „დექსუსი“ კლიენტებს კაბალურ ხელშეკრულებებს არ სთავაზობს.  „დექსუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს, რადგან კომპანიასთან დაკავშირებით მთელი უფლებამოსილება კონტრქტის შესაბამისად „დექსუსის“ ხელში გადავიდა. „დექსუსი“ არანაირ კაბალურ ხელშეკრულებას არ სთავაზობს კლიენტებს, უბრალოდ დღგ-ს ფაქტორი ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - განუცხადა რჩეულიშვილმა „ინტერპრენიუსს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები