კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დაუჯდა „ქართლის დღეები“ გორის ბიუჯეტს

3 დეკემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

შიდა ქართლის რწმუნებულის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით, 2 ოქტომბერს „ქართლის დღეები“ გაიმართა. კულტურის სამსახურის უფროსის, ლევან შავლიაშვილის მიერ 2 ოქტომბერს გაკეთებული ზეპირი კომენტარით, ცნობილია, რომ აღნიშნული ღონისძიება 25 000 ლარი ჯდებოდა. თუმცა, ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით მტკიცდება, რომ ეს ღონისძიება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტს 17 066 ლარი დაუჯდა.

ამ ეტაპისთვის ჯერ არ გვაქვს ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მიერ ამ დღესასწაულისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ხმიადაშვილის ბრძანებით, ღონისძიებების ორგანიზება დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლი უფროს გურამ მამუკაშვილს დაევალა.

27 სექტემბერს კულტურის სახლმა ხელშეკრულება გორის სტამბასთან - შპს ,,ლიტერა +“-სთან და  სტუმრების დასაპატიჟებლად 250 ცალი მოსაწვევის დამზადება შეუკვეთა. თითო მოსაწვევი 1 ლარად და 85 თეთრად შეფასდა. ჯამში გორის ბიუჯეტს მოსაწვევები 462 ლარი და 50 თეთრი დაუჯდა.

ინდმეწარმე სიმონ მამისთვალოვისგან კი 50 მეტრის სიგრძის სუფრა 100 ლარად შეიძინეს.

რაც შეეხება სხვა აქსესუარებს, როგორც ოფიციალურად პრესსამსახურმა განაცხადა, ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა. აღნიშნული დასტურდება გადარიცხვის ქვითრით, სადაც ნათლად ჩანს, რომ 23 ფოიერვერკის შეძენაში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა შპს „კულას“ 1313 ლარი გადაურიცხა. შპს „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე ამავე დროს გორის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. მიღება-ჩაბარების აქტს სწორედ ივანე გოგლიძე აწერს ხელს.

შპს „ტიტანს“ კი, რომელიც თბილისში ათონელის #29-შია რეგისტრირებული, ქალაქის მოედანზე განათება-გახმოვანებასთვის 9 000 ლარი გადაერიცხა.

სცენის მოწყობაში ბიუჯეტმა ცალკე 2 000 ლარი ფიზიკურ პირს თემურ ნაცვლიშვილს გადაუხადა. ხელშეკრულების მიხედვით, სცენა სიგრძე-სიგანით შედგებოდა 9მ და 6 მ., ხოლო სიმაღლე - 60 სმ.

კულტურის სახლის უფროსმა გურამ მამუკაშვილმა, რომელსაც ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა რამდენიმე დღის შემდეგ სიგელი გადასცა, ერთი მეტრი სიგრძის დროშის ტარების დამზადება გორში მცხოვრებ ომარ გიგაურს შეუკვეთა. სულ დამზადდა 150 ცალი. ერთი ტარის ღირებულება ლარად და 25 თეთრად შეფასდა. ხოლო დროშებში 1 140 ლარი გადაიხადეს.

„ქართლის დღეებს“ ავტომანქანით გორის მოქალაქე ბაგრატ კოჩუაშვილი ემსახურებოდა. აღნიშნულ პიროვნებას 160 ლარი გადაუხადეს. გარდა ამისა, „ქართლის დღეების“ რეჟისორს, ზურაბ ნიჟარაძეს ცალკე 100 ლიტრი საწვავი „რეგულარი“ ჩაუსხეს.

გორელ ომარ ხაბელაშვილს ვიდეოგადაღებაში 130 ლარი მისცეს. ხოლო სატელევიზიო ეთერით ღონისძიების გასაშვებად სიუჟეტში 393 ლარი გადაიხადეს.

მომდევნო დილით კი, კეთილმოწყობის სამსახურმა დანაგვიანებული ქუჩების დასასუფთავებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 980 ლარი მიიღო.

ახალი ამბები