კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლონეთში ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილის გარემოცვაში რუსი აგენტები იყვნენ

6 დეკემბერი, 2010
„ვიკილიკსის“ საიდუმლო მასალების მიხედვით,  პოლონეთს მიაჩნდა, რომ სააკაშვილით რუსი აგენტები  მანიპულირებდნენ, რომლებიც შესაძლოა, პრეზიდენტის გარემოცვაში ყოფილიყვნენ.

როგორც ფრანგული გაზეთი „მონდი“ იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთში აშშ-ს ელჩმა თავის ადმინისტრაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ფრანტიშეკ გონგორას ანალიზზე დაყრდნობით მიაწოდა.

ცნობისთვის: ფრანტიშეკ გონგორა სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა.  

„გენერალი შიშობს, რომ მოსკოვში შეიძლება გაძლიერდეს ხისტი პოლიტიკის ტენდენცია, მისი შეფასებით, სააკაშვილმა „სამხრეთ ოსეთზე შეტევის დაწყებით მიიღო უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილება, რამაც მხოლოდ რუსეთის  წისქვილზე დაასხა წყალი, რაც აფიქრებინებთ, რომ  სააკაშვილით რუსი აგენტები მანიპულირებდნენ (შესაძლოა მის  გარემოცვაშიც), რათა  მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით საქართველოში სამხედრო მოქმედებები დაწყებულიყო“, – ნათქვამია საელჩოს შეტყობინებაში.  

„მონდის“ ცნობით, „ვიკილიკსის“ მასალების მიხედვით, გონგორას ანალიზში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაა: თბილისმა ვარშავას სარაკეტო კომპლექსების GROM-ის და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების FAGOT-ის მიწოდების თხოვნით მიმართა. 2007 წლის აგვისტოში პოლონეთმა GROM-ის რაკეტების  პარტია საქართველოს უკვე გაუგზავნა.  

მედიანიუსი

ახალი ამბები