კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელი ერისიმედი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადაო ტერიტორიაა

7 დეკემბერი, 2010
სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადაო ტერიტორიაა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს საგარეო უწყებაში ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის ფარგლებში ორ სახელმწიფოს შორის სადაო მონაკვეთს წარმოადგენს და ამ მონაკვეთის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დელიმიტაციის პროცესში ჩართულია ორივე ქვეყნის სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების ფორმატში განიხილება ამ ტერიტორიის ბედი“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გრძელდება.

კალანდაძის თქმით, თუ რაიმე შეზღუდვას მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ეტაპზე ეს სადაო ტერიტორიაა.

„მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ თუ არა გადაადგილების პრობლემა, ეს დაზუსტებას საჭიროებს, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები