კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს კატასტროფულს უწოდებენ

7 დეკემბერი, 2010
„თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ქვეყნის ეკონომიკის არაჯანსაღი მექანიზმებით მართვაზე საუბრობენ .

როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული საქართველოს ეკონომიკის `მდგრადი განვითარებისა", უკანასკნელ პერიოდში, პირველად, 2011 წელს, ბიუჯეტი 93 მლნ ლარით მცირდება.

მისივე თქმით, ამავე პირობებში, შრომის ანაზღაურება იზრდება 75 მლნ ლარით, ხოლო ე.წ. "სხვა ხარჯები", ანუ გაურკვეველი წარმომავლობის და დანიშნულების ხარჯები – 127 მლნ ლარით.

წულუკიანის ინფორმაციით, ასევე იზრდება საგადასახადო შემოსავლები 748 მლნ ლარით, საიდანაც 430 მლნ ლარი არის დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადი. "ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის 57% ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია", - აღნიშნა მან.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე არარეალურს უწოდებს საშემოსავლო გადასახადის 236 მლნ ლარით ზრდას. მისი განმარტებით, წარმოუდგენელია საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ერთ წელიწადში შრომის ანაზღაურება და დივიდენდები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც შემცირებული ბიუჯეტი სეკვესტრისთვისაა განწირული.

"კატასტროფულია ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ "ჯანდაცვაში ყველაფერი კარგად იქნება", არსებული ბიუჯეტის პირობებში შედეგად მივიღეთ რეფერალური დახმარების 9.6 მლნ ლარით შემცირება. მთლიანად ჯანდაცვის პროგრამები შემცირებულია 32 მლნ ლარით, ხოლო სოციალური დახმარებები 12 მლნ ლარით, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 8 მლნ ლარით. ამასთან, ჯანმრთელობის სამინისტროს განსაკარგავი სახსრები შემცირებულია 5 მლნ ლარით, ხოლო განათლების სამინისტროს სისტემაში კი - 2 მლნ ლარით", - აცხადებს წულუკიანი.

როგორც მან აღნიშნა ბიუჯეტის პროექტით ასევე მცირდება საპატრიარქოსათვის განკუთვნილი მთლიანი გრანტები 2.5 მლნ ლარით, განსაკუთრებით, სასულიერო განათლებისა და ხელშეწყობისათვის გრანტი - 2.9 მლნ ლარით.

წულუკიანის თქმით, მოსალოდნელი სოციალური კოლაფსის მომასწავებელია ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროგნოზები, რომლებიც ბიუჯეტს ერთვის. კერძოდ, მისი განცხადებით, ხელისუფლების პროგნოზების მიხედვით, საშუალო პენსია 2014 წლისათვისაც კი ვერ მიაღწევს 100 ლარს, ნაცვლად პრეზიდენტის მიერ 2009 წლისთვის დაპირებული 100 დოლარისა, რადგან 2014 წლითვის საპენსიო ხარჯების ზრდა 20%-ით, ანუ დაახლოებით 16 ლარით არის დაგეგმილი. ინფლაციის გათვალისწინებით კი, 2014 წლისთვის საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა არანაკლებ 30%-ით შემცირდება.

წულუკიანის მტკიცებით, იგივე პროგნოზებით, მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯები 2014 წლისთვის 20 მლნ ლარით გაიზრდება, ანუ სოციალურად დაუცველ 2 მლნ ადამიანზე საშუალოდ - 10 ლარით, დღეში 2.7 თეთრით, რაც თვეში 81 თეთრს შეადგენს.

„ხელისუფლების „მდგრადი ტყუილის“ დადასტურებაა მოსახლეობისათვის დაპირებული სამედიცინო დაზღვევის პოლისებით მასობრივი უზრუნველყოფა 2014 წლისათვის, რადგანაც ამ მიზნით დამატებით, მხოლოდ 124 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, მაშინ როცა დეკლარირებული მიზნის მისაღწევად დამატებით, არანაკლებ 300 მლნ ლარია საჭირო; ამ ხელისუფლების პირობებში, მისივე პროგნოზებით 2014 წლისათვის, 30 მლნ ლარით შემცირდება ისედაც მწირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები, რაც პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრულ მოშლას ნიშნავს“, - განაცხადა მან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები